1. ტემპუსის საგრანტო პროექტი: „უნივერსიტეტი საწარმოს თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში“

2011 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის საგრანტო პროექტი: „უნივერსიტეტი საწარმოს თანამშრომლობის გაძლიერება კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლების გზით, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში“, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საწარმოებისა თუ ფირმების მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ევროპაში დამკვიდრებული  „კარგი პრაქტიკის“  გაზიარების გზით. პროექტში ჩართული უნივერსიტეტები ვალდებულნი ვართ შევქმნათ სტრუქტურული ერთეული, რომელიც კოორდინაციას გაუწევს საწარმოებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნას. პროექტში ჩართულია აგრეთვე  სავაჭრო და სამრეწველო პალატა, რომელმაც  ინიცირება უნდა გაუკეთოს ბიზნესის სექტორს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობისთვის, რაც გულისხმობს  ცოდნის გადაცემისა და ინოვაციური პროდუქციის დანერგვის გზით კონკურენტუნარიანობისა და მოგების გაზრდას.
პროექტის გუნდმა განიხილა საწარმოებთან თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნებისა და მისი ფუნქციონირების შესაძლებლობები, შემუშავდა სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბების კონცეფცია. ის რეგულარულად შეისწავლის რეგიონში არსებულ შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკის სექტორსა და უნივერსიტეტს შორის საქმიანი დიალოგის დაწყებას. ცენტრი სტრუქტურულად დაექვემდებარება მმართველ საბჭოს, რომელსაც უხელმძღვანელებს რექტორი, საბჭოს წევრები კი იქნებიან  აკადემიური  და ბიზნესის სფეროს, სავაჭრო და სამრეწველო პალატის, კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი